თუ თქვენ ხართ მედია სივრცის წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში და ზრუნავთ თქვენი მედიის განვითარებაზე, ჩვენ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას და გიწვევთ კონტენტის გამოფენაზე, რომელიც გაიმართება 27-28 სექტემბერს, ქ. თბილისში, თბილისი მედიას ფარგლებში.
თბილისი მედიას კონტენტ გამოფენა არის უნიკალური პროექტი მედია სივრცისთვის კავკასიის რეგიონში, რომელმაც სტარტი 2016 წელს აიღო და საკმაოდ წარმატებული ღონისძიება გამოვიდა. მარკეტზე მონაწილეობას იღებენ წამყვანი კონტენტის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები.
ღონისძიების ფარგლებში სატელევიზიო, კინო, საპროდიუსერო და სხვა მედია ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ შანსი გაეცნონ კოლეგებს, დაამყარონ ფორმალური და არაფორმალური უფრთიერთობები. საფუძველი ჩაუყარონ კლიენტებთან თანამშრომლობას და წარმატებულ ხელშეკრულებებს. გაეცნონ საერთაშორისო მედია სივრცეში მიმდინარე სიახლეებსა და ტრენდებს.
გასულ კონტენტ შეხვედრებზე არაერთ საქმიან ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი და შედგა რამდენიმე წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა. რაც განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან მონაწილეობის საკმაოდ დიდ ინტერესს, შესაბამისად წელს ჩვენ გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები, როგორც ძველ, ასევე ახალ კომპანიებთან. მონაწილე კომპანიების სიას მალე გამოვაქვეყნებთ.
თბილისი მედია ქმნის გარემოს, რომელიც აერთიანებს ყველას, ვინც ვიზუალური ხელოვნებასა და მედია სფეროში მოღვაწეობს. ეს არის პლატფორმა მედია ბიზნესში ჩართული როგორც კომპანიებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის. აღნიშნული ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და სამომავლო გეგმების დასახვისათვის.