კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს თვალი ნამუშევრების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით.
ნამუშევრების დარეგისტრირება შეგიძლიათ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – https://bit.ly/2rzOXlV
საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ოპერატორებს, სტუდენტებს, ტელეკომპანიებს, სტუდიებს/შემოქმედებით გაერთიანებებს, ასევე ნამუშევარზე საავტორო უფლების მფლობელებს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან „ოქროს თვალზე“ წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს სფეროს წამყვანი სპეციალისტებისაგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს. გრან-პრი „ოქროს თვალი“ კი – გამორჩეული ოპერატორული ნამუშევრის ავტორს ენიჭება.
კონკურსში გამარჯვებულებს ფესტივალის საერთაშორისო ჟიური შემდეგ ნომინაციებში ავლენს:
- საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი
- საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი
- სარისკო კადრი
- საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი
საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით შესაძლოა ასევე, გაიცეს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო: გრან პრი – „ოქროს თვალი“. ფესტივალის პარტნიორებსა და მხარდამჭერებს შეუძლიათ დააწესონ სპეციალური პრიზი გამარჯვებულებისთვის.
ფინალში გადასულ ნამუშევრების ავტორებს ეცნობებათ 10 სექტემბერს, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან ფესტივალის საზეიმოდ დახურვის ცერემონიალზე 28 სექტემბერს.