კონფერენციის შესახებ

საქართველოს, ისევე როგორც კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ინფორმირებული და ჩართული სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა, განსაკუთრებით კი ახალგარდა თაობის წარმომადგენლები გამოირჩევიან პასიურობით; რისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ონლაინ მედიის დაბალი განვითარების მაჩვენებელი. როგორც კვლევებიდან ჩანს ახალგაზრდა თაობა ინფორმაციას ძირითადად ონლაინ მედიით იღებს.

ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის მიზნებიდან გამომდინარე, აამაღლოს მედია სფეროში მოღვაწე პირების კვალფიკაცია, წელს თბილისი მედიას ფარგლებში კონფერენცია ჩატარდება. იგი  გააერთიანებს მედიის წარმომადგენლებს. მოცემული ღონისძიება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონული მედიის განვითარებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით რეგიონულ და მცირე მაუწყებელთა ონლაინ პლატფორმები მომხმარებელთათვის მომხიბვლელი არაა.

მაუწყებელთა  აღნიშნული პრობლემის გამოსწორების მიზნით ჩვენი პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში ონლაინ მედიის შესახებ განათლების ხელშეწყობასა და რეგიონალური და მცირე მედია წარმომადგენლებისათვის ცნობიერების ამაღლებას სოციალური ქსელებისა და ონლაინ მედიის თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

შედეგად ისინი შეძლებენ უფრო სწორად და ეფექტურად მიაწოდონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მომხმარებელების აქტიურობა გაზარდონ, რაც გამოიხატება მომხმარებლების მიერ მათი კონტენტის ნახვასა და ჩართულობაში.