ვინ ვართ ჩვენ

თბილისი მედია - საერთაშორისო მედია ღონისძიებები ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის პროექტია და წელს პირველად ჩატარდება 27-28 სექტემბერს საქართველოში. თბილისი მედია 5 სახის ღონისძიებას გააერთიანებს.

სამაუწყებლო ტექნიკის გამოფენა

სამაუწყებლო ტექნიკის გამოფენა ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. წელს გამოფენა მეხუთედ ჩატარდება. გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს ლიდერი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები (SONY, Panasonic, Canon, Fujifilm, Ross Video ა.შ.).

გამოფენის ფარგლებში ცნობილი კომპანიები სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობებს წარმოადგენენ. თითოეულ კომპანიას საკუთარ სტენდზე გამოფენილი აქვს სატელევიზიო, ციფრული და კინო ბაზრისთვის განკუთვნილი ოპტიკისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი.

კინო და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი

კინო და ტელე ოპერატორების საერთშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი” 2009 წლიდან იმართება საქართველოში. წელს “ოქროს თვალი” მერვედ ჩატარდება.

ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი საქმიანობის პროპაგანდა და სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა.

ფესტივალი საერთაშორისოა და, როგორც მისი უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ, უნიკალურია მსოფლიოში.

კონტენტის გამოფენა

კონტენტ გამოფენამ სტარტი 2016 წელს აიღო და კავკასიის რეგიონში უნიკალური სივრცე შექმნა მედიისთვის.

გამოფენაში მონაწილეობას იღებენ წამყვანი კონტენტის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები, ასევე საქართველოს, მოლდოვის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების ლიდერი სამაუწყებლო კომპანიები.

ერთობლივი კინოწარმოება

ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის მიზნებიდან გამომდინარე, წელს პირველად “თბილისი მედიას” ერთობლივი კინოწარმოების შეხვედრები დაემატება. შეხვედრების მიზანია რეგიონის კინოწარმოების წარმომადგენლებისთვის შეიქმნას ერთიანი სივრცე.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა პრეზენტაციები და სხვადასხვა სახის შეხვედრები.

კონფერენცია

კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონალური მედიის განვითარებას, მათთვის ახალი შესაძლებლობების გაცნობას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

თბილისი მედიას ფარგლებში მოწვეულნი არიან პროფესიონალი სპიკერები, რომლებიც გაუძღვებიან საინტერესო სესიებს ციფრულ მედიის და თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.