გამოფენის შესახებ

სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობს  მსოფლიოს ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები იღებენ (SONY, Panasonic, Canon, Fujifilm, Ross Video ა.შ.). გამოფენა მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს მნახველებს.

გამოფენის ფარგლებში ცნობილი კომპანიები სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობებს წარმოადგენენ. თითოეულ კომპანიას საკუთარ სტენდზე  გამოფენილი აქვს სატელევიზიო, ციფრული და კინო ბაზრისთვის განკუთვნილი ოპტიკისა და აქსესუარების ფართო არჩევანი.

გარდა ამისა, სამაუწყებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებისათვის გამართავენ პრეზენტაციებსა და სემინარებს აქტუალურ თემებზე.

მსოფლიო მასშტაბით,  ანალოგიური ტექნიკის საერთაშორისო ფესტივალები ამსტერდამსსა და ლას-ვეგასში ტარდება.  აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებებს აღნიშნული ქალაქებისათვის დიდი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, კონკრეტულად ამ ღონისძიებებზე დასასწრებად ათასობით ადამიანი ჩამოდის, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ტურისტულ პოტენციალს.

სამაუწყებლო ტექნიკის  საერთაშორისო გამოფენა მედია კომუნიკაციების, კინო და რადიო მაუწყებლობის დარგის განვითარების გარდა, ხელს  ქვეყნის განვითარებას და მისი ცნობადობის ამაღლებას უწყობს. სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენას რეგიონში პრეცედენტი არ ჰყავს, მისი ჩატარებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს კავკასიის რეგიონის ტექნოლოგიურ ლიდერად ჩამოყალიბებისაკენ.

ღონისძიება გაიხსნება 27 სექტემბერს. დახურვის ცერემონია გაიმართება 28 სექტემბერს.

თბილისი მედია რეგიონში  ერთადერთი პლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ ოფიციალური თუ არაოფიციალური ურთიერთობის დაწყება კავკასიის ბაზრის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. გამოფენა გაძლევთ დროსა და შესაძლებლობას, შეხვდეთ როგორც ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებს, ასევე თქვენს პოტენციურ კლიენტებს.