შექმნიდან დღემდე ფონდმა არაერთი ღონისძიება ჩაატარა. ყველაზე გამორჩეული კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“-ა. ფესტივალის განვითარების ისტორია 8 წელს ითვლის. ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდებოდა და უფრო დიდ მასშტაბებს იძენდა, როგორც დაინტერესებული აუდიტორიის, ასევე ღონისძიებების მრავალფეროვნების მხრივ. რვაწლიანი განვითარების შემდეგ, ფესტივალი თბილისი მედიას სახით ჩამოყალიბდა.
თბილისი მედია გაიმართება ამა წლის 27-28 სექტემბერს. ღონისძიება გააერთიანებს ყველას, ვინც ვიზუალური ხელოვნებისა და მედია სფეროში მოღვაწეობს. შეიქმნება პლატფორმა მედია ბიზნესში ჩართული როგორც კომპანიებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის. აღნიშნული ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და სამომავლო გეგმების დასახვისათვის.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები: