2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოში ამოქმედდა ახალი სავიზო პოლიტიკა. განისაზღვრა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს (მოქალაქეობის არმქონე პირებს) მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ. ვრცლად სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge.
უცხოელს მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში. საქართველოს გრძელვადიანი ვიზა გაიცემა 90 დღის ხანგრძლივობით და არის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ვიზის გაცემის ელექტრონული სისტემა, რომლის განაცხადიც შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ მისამართზე: www.evisa.gov.ge
საქართველოში შემოსასვლელად სავიზო ვალდებულებისაგან ასევე თავისუფლდება:
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე, თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა. მისი საქართველოში უვიზოდ ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელი უცხოელი . საქართველოში უვიზოდ ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში ;
საქართველოში ბინადრობის ნებართვის , საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელი აღნიშნული დოკუმენტების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე.
საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ:
საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 10 დღეს.
ყურადღება ! მგზავრებს ეზღუდებათუფლება დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები.
ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ამ ქვეყნებში,მოკლევადიანი მიზნებისათვის (90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში) შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა.