გამოფენის ისტორია

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკის ლიდერმა მწარმოებელმა კომპანიებმა: Live U, Panasonic,SAM, Canon, RTS, Rosco, Axon, Broadstream, Tektronix, Telos, Sony, ARRI, Annik-TV, Vitec, Videoscope, Guramex, TVC, Aja, Broadview, Telestream, Innovator. გამოფენის ფარგლებში ღონისძიების გენერალურმა პარტნიორმა კომპანია ინოვატომა სხვა პრიზებთან ერთად გაათამაშა DJI Spark-ი. გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო გამოფენაზე მოსულმა ყველა სტუმარმა.

მონაწილეები

2016 წლის 1 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს ლიდერმა სამაუწყებლო, კინო და რადიო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიებმა, მათ ასევე ჩაატარეს პრეზენტაციები ტელევიზიების ტექნიკური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

მონაწილეები

16-18 ოქტომბერს თბილისში პროფესიონალური ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე კინო და სატელევიზიო ტექნიკა. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად გასაუბრებოდნენ მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი კომპანიებს წარმომადგენლებს და დაესწრებოდნენ პრეზენტაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

მონაწილეები

16-18 ოქტომბერს “Tbilisi Event Hall”-ში, სამაუწყებლო ტექნიკის პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენა საზეიმოდ გახსნა ევროპის რეგიონების ასამბლეის პრეზიდენტმა ჰანდე ოზსან ბოზატლიმ, რომელიც სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა და ინოვატორის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გეგენავამ.

მონაწილეები