ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდმა შექნის დღიდან არაერთი ღონისძიება ჩაატარა. ყველაზე გამორჩეული კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“-ა. ფესტივალის განვითარების ისტორია 8 წელს ითვლის. ფესტივალი ყოველწლიურად ვითარდებოდა და უფრო დიდ მასშტაბებს იძენდა, როგორც დაინტერესებული აუდიტორიის, ასევე ღონისძიებების მრავალფეროვნების მხრივ. რვაწლიანი განვითარების შემდეგ, ფესტივალი თბილისის მედია ფორუმის სახით ჩამოყალიბდა.
თბილისის მედია ფორუმი გაიმართება ამა წლის 27-28 სექტემბერს. ღონისძიება გააერთიანებს ყველას, ვინც ვიზუალური ხელოვნებისა და მედია სფეროში მოღვაწეობს. შეიქმნება პლატფორმა მედია ბიზნესში ჩართული როგორც კომპანიებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის. აღნიშნული ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და სამომავლო გეგმების დასახვისათვის.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
კონფერენციის თემატური მიმართულება იქნება ციფრული მედიისა და ვიზუალური ხელოვნების განვითარების ტენდენციები. მომხსენებლები ისაუბრებენ ციფრულ მედიაში მიმდინარე სიახლეებზე, კონტენტის შექმნასა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე მედიის განვითარებაში.
ერთობლივი კინოწარმოების ფარგლებში შეირჩევა 12 საუკეთესო სცენარი სხადასხვა ქვეყნიდან. სცენარის თემატიკა იქნება სატელევიზიო, მხატვრული და დოკუმენტური შინაარსის. შერჩეული სცენარები დაეგზავნება შესაბამის საპროდიუსერო კომპანიებსა და ერთეულ პროდიუსერებს. საბოლოოდ შეიქმნება საერთო სივრცე სცენარისტებისა და პროდიუსერებს შორის მოლაპარაკებების გამართვის ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებისა და საქმიანი ურთიერთობების დასაწყებად.
ფონდს აქვს კონტენტ გამოფენის წარმატებით ჩატარების გამოცდილება. 2016 წლის (ბათუმი, საქართველო) კონტენტ შეხვედრებზე არაერთ საქმიან ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი. რაც განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან მონაწილეობის საკმაოდ დიდ ინტერესს. აქედან გამომდინარე წელს გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები, როგორც ძველ, ასევე ახალ კომპანიებთან.
სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად ტარდება. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ სამაუწყებლო, კინო და რადო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც გამოფენის ფარგლებში სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, კომპანიების წარმომდგენლები დამსწრე საზოგადოებისათვის მართავენ პრეზენტაციებსა და სემინარებს სფეროში მიმდინარე აქტუალურ თემებზე.
2009 წლიდან საქართველო კინო და ტელეოპერატორების ფესტივალ „ოქროს თვალს“ მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი საქმიანობის სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა. ფესტივალი საერთაშორისოა და დაინტერესება არის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. გასული წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, წელს კიდევ უფრო მეტ და მრავალფეროვან ნამუშევრებს ველით.
ფესტივალზე ნამუშებრების მიღება უკვე დაიწყო და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. „ოქროს თვალზე“ წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს სფეროს წამყვანი სპეციალისტებისაგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გრან-პრი „ოქროს თვალი“ კი – გამორჩეული ოპერატორული ნამუშევრის ავტორს მიენიჭება.