ბოლო წლებში ქართული ფილმების წარმატებამ განაპირობა ის, რომ ქართული კინოინდუსტრიით ინტერესდებიან მსოფლიოში ცნობილი კინო-ფესტივალები. ჩვენი ორგანიზაციის, ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის, მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს კინო და ტელე ინდუსტირიის განვითარების ხელშეწყობას, წელს პირველად “თბილისი მედიას” ერთობლივი კინოწარმოების შეხვედრები დაემატება.
ერთობლივი კინოწარმოების შეხვედრები ფონდის ახალი ინიციატივაა და ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახის შეხვედრები (Pitching, screening). მოცემულ ღონისძიებას ყოველწლიური სახე მიეცემა და მისი მიზანი იქნება ევროკავშირისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების კინოხელოვანთა შორის კომუნიკაციის გააქტიურება, ამ ქვეყნების წარმოადგენლები საკუთარ იდეებს წარუდგენენ პროდიუსერებს. შედგება მრავალი საინტერესო შეხვედრა და ლექცია. შედეგად მოხდება ნიჭიერი ხელოვანების აღმოჩენა და მათ შორის თანამშრომლობის წახალისება.
ფესტივალის ფარგლებში ჩვენ შევქმნით აქტიურ სამუშაო გარემოს. ერთობლივი კინოწარმოების შეხვედრებში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაარეგისტრირონ საკუთარი იდეა და წარდგნენ პროდიუსერების წინაშე 27 სეტემბერს.