დავით რობაქიძე დაიბადა 1991 წლის 8 თებერვალს. 2008 წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს გაერთიანებულ ტელეკომში. 2 წლის შემდეგ მან მუშაობა განაგრძო სილქნეტში, მისი საქმიანობა გახლდათ ტექნიკურ პროცესებსა და პერსონალზე თვალყურის დევნა. 2012 წლიდან ჩაერთო სატელევიზიო დარგში და შპს ინდენტში დასაქმდა. იმავე წელს მოიპოვა 3 სერთიფიკატი სატელევიზიო სფეროში გაერთიანებულ ბრიტანეთში, კონკრეტულად ფეინვუდ სტუდიაში. სერთიფიცირება გაგრძელდა და დღემდე დამატებითი 5 სერთიფიკატი მოიპოვა ბრიტანეთში. დავით რობაქიძე სერთიფიცირებულია ისეთი ბრენდებისგან როგორიც არის AVID, S-A-M, Grass Valley, Telos Alliance და სხვა. დავითს ნამუშევარი აქვს და მის მიერ შესრულებულ პროექტების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოს პარლამენტის ტექნიკური აღჭურვა, კომპანია იბერიის ტექნიკური გადაიარაღება, არაერთი სატელევიზიო ახალი ამბების სტუდიის (NEWS_ის) პროექტის შექმნა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, სტრატეგიის გეგმის განსაზღვრა საქართველოში და საზღვარგარეთ მოწინავე ტელეკომპანიებისთვის. საეთერო სისტემების განახლება სომხეთის ტელევიზიებისთვის. პირდაპირი ჩართვის აპარატურის ინტეგრაცია, თბილისის, აჭარის და საზღვარგარეთ მყოფი ტელეკომპანიებისთვის. პირველი VOIP AES 67 რადიო სადგურის აწყობა აჭარაში და სომხეთში. დავით რობაქიძეს ასევე გავლილი აქვს მრავალი სახის სასერთიფიკატო კურსები სისტემური ინტეგრაციის განხრით და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში ის ერთ-ერთი გამორჩეული კადრია სამაუწყებლო სფეროში.
დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს თბილისში. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი. 1987–1988 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის დ
ოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში.1985-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში რეჟისორად. 1989–2001 წლებში კომპანია "ქართული ტელეფილმის" რეჟისორად. 1995–1998 წლებში იყო პირველი ქართული დამოუკიდებელი ტელერადიო ინსტიტუტის რექტორი.2002-2003 წლებში სტუდია აუდიენციის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2003 წლიდან სტუდია "სანდრო ვახტანგოვ პროდაქშნ"–ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ევრაზიის ტელეაკადემიის ნამდვილი წევრი (2004). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006). 30 სატელევიზიო ფილმის ავტორი და რეჟისორი, 300–ზე მეტი ტელეგადაცემის და ვიდეოკლიპის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი.
მიღებული ჯილდოები: სპეციალური დიპლომი კანის სატელევიზიო ფესტივალზე (1994) – ფილმი "ოდეონი"; მანა 96 (1996) – წლის საუკეთესო რეჟისურა; მონტროს ფესტივალის "ოქროს ვარდი" სპეციალური დიპლომი (1998) –ფილმი "ბალეტმაისტერი"; ფილმი "პოსტსაბჭოთა სიზმრები" ნომინირებული იყო ფესტივალზე EMMY International (2000); საქართველოს სახელმწიფო პრემია (2001) – ფილმი "პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში".
დოქტორ ბეტინა ბრინკმანს აქვს ფართო გამოცდილება საერთაშორისო წარმოების, ბიზნესის განვითარების და ღონისძიებების მენეჯმენტში, ამჯამად მუშაობს როგორც პროდიუსერი და კონსულტანტი სხვადასხვა მედია კომპანიასა და ორგანიზაციაში. ამის პარალელურად არის ფონდის საორგანიზაციო საბჭოს წევრი. საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე მედიისა და მარკეტინგის სექტორში და მის პასუხისმგებლობაში იყო ფართო არეალი პასუხისმგებლობებისა. მას ეკავა მართველის პოზიცია როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივ სექტორში (ZDF) და მულტინაციონალურ ორგანიზაციაში (EBU) ჟენევაში, სადაც იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი. ქალბატონი ბრინკმანი სწავლობდა ქალაქ ბოხუმისა და დუსელდორფის უნივერსიტეტში და აქვს დოქტორის ხარისხი. მან გააგრძელა სწავლა შვეიცარიის ქალაქ ლოზანას საერთაშორისო უნივერსიტეტში მენეჯმენტის განვითარების განხრით და რეგულარულად ატარებს ლექციებს.
ჯორჯ ლეკლერი ამჟამად ახალი კონცეფციის ფესტივალის “The Cooking Médias Show”-ის მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელია, ის ცნობილი მედია კონსულტანტია, დიპლომატიური, სამეცნიერო და საერთაშორისო სატელევიზიო გამოცდილებით.
ჯორჯი მუშაობს „ოცნების“ საკონკურსო ფორმატის შოუებზე, მათ შორის „ოცნების მანქანა“ და „ოცნების სამსახური“. ასევე Solstice 2017-ის ჯგუფთან ქმნის ინოვაციებსა და შემოქმედობითობაზე ორიენტირებულ 24 საათიან საერთაშორისო სატელევიზიო პროგრამას. ჯორჯი პიონერია რამდენიმე მიმართულების გაშუქებაში, როგორიცაა მზის ენერგია და გადაცემები კომპიუტერის შესახებ.
ლეკლერი პირველი წამყვანია, რომელმაც გამოიყენა ინტერაქტიული ტელევიზია 1980 წელს საფრანგეთში, 7 წლით ადრე ინტერნეტის გავრცელებამდე.ჯორჯმა კარიერა დაიწყო, როგორც ჟურნალისტმა ფრანგულ ტელევიზიაში, მისი სამეცნიერო ხარისხი მათემატიკაში, ფიზიკაში, ასტროფიზიკასა და ქიმიაში განაპირობებდა მისი სიუჟეტის თემებს - კომპიუტერებზე, ინტერნეტზე, კოსმოსზე, ტელევიზიის მომავალზე, გარემოზე და ა.შ.
1986 წელს ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ 7 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა გაერთიანებული ერების ტელევიზიას, შემდეგი 10 წლის განმავლობაში კი - ემის დაჯილდოებას, სადაც მისი იდეების მიხედვით შეიქმნა ემის საერთაშორისო სიახლეები და „iEMMY“- ის ფესტივალი.ჯორჯ ლეკლერი სხვადასხვა სახის სატელევიზიო გადაცემებს ჩინეთში, კანადაში, შვეიცარიაში, რუსეთში, საფრანგეთში, კორეასა და აშშ-ში უწევდა კონსულტაციებს და მონაწილეობდა მათ მართვაში.
2003 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ დააჯილდოვა ჯორჯ ლეკლერი “Chevalier des Arts et des Lettres” (ხელოვნებისა და ლიტერატურის რაინდის) მედალით საერთაშორისო მაუწყებლობაში შეტანილი წვლილისთვის.
ოლენა სიბირიაკოვა გახლავთ Rost Group-ის პარტიონი, მასობრივი კომუნიკაციის ექსპერტი, უკრაინული კლუბის ASPEN-ის წევრი და CIPR-ის საპატიო წარმომადგენელი.
90-ინების შუაშუ სიბირიაკოვა მუშაობდა უკრაინული სატელევიზიო არხისთვის - „1+ 1“. 1998 წლიდან გახლავთ დამფუძნებელი და მფლობელი „Rost Brand “-ის. კომპანია რომელმაც დაარსების მომენტიდან დაიმსახურა კლიენტების ნდობა როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.
2008 წლიდან ის გახლავთ „ SINCE”-ის პროექტების ხელმძღვანელი, პროგრამული გადაწყვეტილებები საიტების ინტეგრაციისთვის, სატელევიზიო და მედია სიახლეებისთვის - რომ შეიქმნას ინფორმაციის, მოხდეს გაცვლა და წარმოება განვითარების ახალა საფეხურზე. „SINCE”-ის და პირველი ინტერაქტიული თამაშის - „The 7th SENSE“ წარმოებაში გაშვება მოხდა MIPფორმატზე კანში 2014 წელს. 2007 წელს სიბირიაკოვმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით - „ღონისძებების კურსი“, ხოლო 2012 წელს მან საზოგადოებას წარუდგინა მისი ახალი ნოველა სახელწოდებით "Ukraine. G-Spot". 2010 წელს ოლენამ წარადგინა ანალიტიკური პრეზენტაცია უკრაინის კვლევით ინსტიტუტში თემაზე - ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში : დემოკრატიული მოდელის ძიებაში“. ოლენა სიბირიაკოვა გახლავთ პროფესორი, რომელიც მუშაობს თეზისზე მასმედიისა და ინტერაქციული და მყისიერი უკუკავშირის ფაქტორის შესახებ.
1991 წელს ოლენა სიბირიაკოვამ დაამთავრა კიევის ხელოვნების ინსტუტუტი ჯურნალისტიკის განხრით. ხოლო 2011 წელს გააგრძელა სწავლა CHARTERED INSTITUTE OF RELATIONS, საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.
ბრუს ნიკოლსონი თანამედროვე მსოფლიოში ვიზუალური ეფექტების ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია. თავისი კარიერის მანძილზე მას უმუშავია ისეთ გახმაურებულ ფილმებზე, როგორიცაა: ვარსკვლავური ომები ომები, ეპიზოდი IV- ახალი იმედი; ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V-იმპერიის საპასუხო დარტყმა; ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI-ჯედაის დაბრუნება; ინდიანა ჯონსი – დაკარგული კიდობანის ძებნაში.
ბრუს ნიკოლსონს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის აღსანიშნავია ამერიკული კინო აკადემიის (ოსკარი) ჯილდო საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის, ფილმისთვის - „ინდიანა ჯონსი – დაკარგული კიდობანის ძებნაში“, კინო აკადემიამ ის მეორედაც წარადგინა ოსკარზე 1982 წელს, ფილმისთვის „პოლტერგეისტი“.
გარდა ამისა, მას განსაკუთრებული ღვაწლისთვის ფილმისთვის „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V-იმპერიის საპასუხო დარტყმა“ საპატიო ჯილდო გადაეცა, 1980 წელს. ბრუს ნიკოლსონი არის ხელოვნების უნივერსიტეტის (Academy of Art University) ლექტორი, მას ნამუშევარი აქვს ისეთ ლეგენდარულ კომპანებთან, როგორიცაა Industrial Light & Magic-ი და Sony Pictures Imageworks. აღსანიშნავია, რომ მისი ფილმოგრაფია 50-ზე მეტ სრულმეტრაჟიან ნამუშევარს აერთიანებს.
ქრისტოფერ კოპოლა, PlasterCITY Productions-ის პრეზიდენტია, წლების განმავლობაში მოწინავე პოზიციებს იკავებდა ციფრულ მედია სფეროში. 1987 წლიდან მოყოლებული, მისი რეჟისორებით შეიქმნა 10-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი ფილმი, უამრავი სატელევიზიო შოუ, გასართობი პლატფორმა, თუ სხვა სახის სატელევიზიო პროდუქტი. ქრისტოფერ კოპოლა იყო, ისეთი ღონისძებების საპატიო სტუმარი, როგორიცაა CES, NAB, SHOWWEST, გარდა ამისა სტუმრობდა მრავალ კინო ფესტივალსა და ციფრულ მედია ღონისძიებას. ქრისტოფერ კოპოლას საპროდიუსერო კომპანია ქმნის დაბალბიუჯეტიან ფილმებს, რომელზე მუშაობის შესაძლებლობა პროფესიონალებთან ერთად ეძლევათ დამწყებ კინომატოგრაფებს.
2006 წელს, მან საფუძველი ჩაუყარა პროექტს ხელმისაწვდომი ჰოლივუდი, არაკომერციულ ციფრული ფილმების ფესტივალს, რომელიც კინო ინდუსტრიას ხელმისაწვდომს ხდის თითოეული ადამიანისათვის. დღეისათვის, დაახლოებით 60 ციფრული მედია ფესტივალი ჩატარდა „ხელმისაწვდომი ჰოლივუდის“ პატრონაჟით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ქრისტოფერი ამჟამად სან ფრანცისკოს ხელოვნების უნივერსიტეტის კინო პროგრამის ხელმძღვანელი და სრული პროფესორია, ის აქტიურად უჭერს მხარს სახელოვნებო განათლებას საჯარო სკოლებში. კოპოლა გამორჩეული კინო ოჯახის წევრია, სულ ცოტა ხნის წინ თავის ძმასთან ნიკოლას ქეიჯთან ერთად გამოცნდა ფილმში „სამხრეთის მძვინვარება“. ქრისტოფერი 21 წლის მანძილზე ამერიკის რეჟისორთა გილდიის წევრი გახლდათ.
დაიბადა ქალაქ თბილისში 1966 წლის 10 მაისს უკუღმა (ფეხებით). საბავშო ბაღში არ უყვარდა ხახვიანი წვნიანები და შუადღის ძილი.
თბილისის 57 ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში. სტუდენტობის დროს აქტიურად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული ცვლილებებისათვის და იყო საქართველოში სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გამოიცა მისი პირველი მოთხრობების კრებული. მოთხრობების გარდა წერს რომანებს, კინოსცენარებსა და პიესებს თეატრებისთვის.
დღეისთვის გამოცემული აქვს 17 წიგნი.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე და გამოქვეყნებულია უცხოეთის ლიტერატურულ პერიოდიკაში. უკვე თორმეტ ქვეყანაში გამოიცა მისი ერთ-ერთი რომანი “ჯინსების თაობა”. ჰყავს მეუღლე მაკა კეკელიძე და სამი ქალიშვილი: ანა-მარიამი, ლიზარაზუ და სოფიო. ქართულად თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან. არის ნაციონალური ბესტსელერების ავტორი და მიღებული აქვს მონაწილეობა ალპინისტურ ექსპედიციებში კავკასიონის, ანდებისა და ჰიმალაის მთებში.
ჰირო ნარიტამ მიიღო კინოკრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის და ასევე გადაეცა პრემია Indie Spirit ბოსტონის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. სამჯერ იყო ნომინირებული ემიზე. მის სახელს უკავშირდება ფილმები: „მანზანართან გამომშვიდობება“, „არასოდეს იტირო, მგელო“, „ვარსკვლავური გზა VI“, „მერაკეტე“ და „ტექნოლოგიური წყურვილი“. ასევე, ის იყო ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი მხატვრის შესახებ „ისამუ ნოგუჩი: ქვები და ქაღალდი“.
გონების და შუქის ზღვარი - ურთიერთქმედება ეკრანზე გამოსახულსა და ნაგულისხმევს შორის.
"ეს ნამდვილი საოცრებაა, რომ ორგანზომილებიან მოძრავ სურათებს შეუძლიათ მრავალი განზომილების შექმნა ჩვენს გონებაში; წარმოსახვითი და ნამდვილი სრულიად სპონტანურად გადაიკვეთებიან და ერთიანდებიან მასში. მე, როგორც კინემატოგრაფისტმა ვიცი, რომ ვიზუალური მხარე ფილმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია; მაგრამ ასევე ვიცი, რომ ის რაღაც უფრო დიდის კომპონენტიც არის, სადაც ერწყმის მონტაჟს, გახმოვანებას და ბევრ სხვა რამეს და ამგვარად აღწევს მაყურებლამდე და ზემოქმედებას ახდენს მის გრძნობებზე. კამერა შეიძლება იყოს დამკვირვებელი; მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს თხრობის მონაწილე. რეჟისორი ქმნის ვიზუალურ სტილს ისე, რომ ის შეესაბამებოდეს იმ ისტორიას, რომლის გადმოცემასაც რეჟისორი ცდილობს."
ჯონ ჰენშალი „ეპი ცენტრის“ აღმასრულებელი და მმართველი დირექტორია. ეს ბრიტანული კომპანიაა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა, ის ელექტრონული ფოტო ტექნიკის მწარმოებლებსა და მომხმარებლებს სთავაზობს კოლსულტაციებისა და ტრენინგებს.
ჯონს აქვს უდიდესი გამოცდილება ფოტოგრაფიის ყველა მიმართულებაში, როგორც ტექნიკური, ასევე შემოქმედებითი კუთხით -უძრავი და მოძრავი სურათი; ვერცხლის ჰალოგენური თუ ელექტრონული/ციფრული ფოტოსურათები.
ჯონი აქტიურად იყო დაკავებული ელექტრონული ფოტოგრაფიით მთელი მოღვაწეობის მანძილზე, მან 15 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა, როგორც ფოტოგრაფმა ასევე სატელევიზიო ოპერატორმა- BBC-ს სატელევიზიო ცენტრისთვის ლონდონში. ჯონი მიიჩნევს, რომ მისი პირდაპირი მოვალეობაა, თავისი უნარი და გამოცდილება გადასცეს მომავალ თაობას, ამიტომაც უკვე მრავალი წელია დიდი სიფრთხილით შერჩეული სტუდენტები აჰყავს შეგირდებად .
1970-იანი წლების შუაში მუსიკალური კლიპების გადასაღებად Telefex-ის აღჭურვილობის გაქირავებისას, ის შეხვდა კიტ მაკმილანს, რამაც განაპირობა მისი შემდგომი მუშაობა ოპერატორად , ამ სიახლეების მაძიებელ რეჟისორთან ერთად. ჯონი იყო ასობით ცნობილი შემსრულებლის მუსიკალური კლიპის ოპერატორი, მათ შორის პოლ მაკარტნის, ქეით ბუშის, ბლონდის, დევიდ ბოუისა და ელტონ ჯონის.
2009 წლის 30 ივნისს, გილდფორდის კათედრალში გამართულ ცერემონიალზე, ჯონ ჰენშალს ერთ-ერთი წამყვან ბრიტანული შემოქმედებითი ხელოვნების ინსტიტუტისაგან გადაეცა საპატიო ჯილდო.
ჰირო ნარიტამ უკანასკნელი 35 წელი მიუძღვნა განათების, ფერისა და კომპოზიციის ურთიერთქმედების აღმოჩენას, რომლებიც ამბავსა და ემოციებს გადმოგვცემენ. მისი მოღვაწეობა მოიცავს, როგორც პატარა და ექსპერიმენტალურ, ასევე ეპიკურ და კომერციულ ნამუშევრებს. 1984 წელს გახდა ჰავაის აღმოსავლეთ-დასავლეთის კულტურისა და კომუნიკაციის ცენტრის ასპირანტი, კითხულობდა ლექციებს, იყო მრჩეველი და ჟიურის წევრი ისეთი ცნობილი ინსტიტუტებისათვის, როგორიცაა სანდენსის ინსტიტუტი, ჰავაის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი და სან ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, არის ამერიკის კინოაკადემიის, კინო-ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.
მის სახელს უკავშირდება ფილმები: „მანზანართან გამომშვიდობება“, „არასოდეს იტირო, მგელო“ „ძვირფასო, ბავშვები დავაპატარავე“ „ვარსკვლავური ომები VI“ „მერაკეტე“ და „ტექნოლოგიური წყურვილი“. ასევე ის იყო რეჟისორი ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმისა ხელოვანის შესახებ „ისამუ ნოგუჩი: ქვები და ქაღალდი“.
ჰირო ნარიტამ მიიღო კინოკრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო კინომატოგრაფიისათვის და ასევე გადაეცა პრიზი ბოსტონის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე ინდის სტილის საუკეთესო კინომატოგრაფიისათვის, სამჯერ იყო ნომინირებული ემიზე.
ბილ ჰოლშეფნიკოვი– ემის მფლობელი ოპერატორი, განათების დიზაინერი და პედაგოგი. ჰოლშეფნიკოვი 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა გადაღებებსა და განათებას როგორც ტელეგადაცემებისათვის, ასევე კორპორატიული და დოკუმენტური პროგრამებისათვის. მან შექმნა არაჩვეულებრივი განათება და ხატოვანი
სურათები ისეთი კლიენტებისათვის, როგორებიცაა: რიც-კარლტონი, მერიოტის კურორტები, National Geographic-ი, ESPN-ი, CNN-ი, ოთხი სეზონი, მერსედეს-ბენცი, ინფინიტი, დისნეი და მრავალი სხვა სატელევიზიო ქსელისთვის მსოფლიოში. ჰოლშეფნიკოვმა ახლახანს დაამთავრა National Geographic-ის ორ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა “ვეშაპთა მეგობრობა” (The Fellowship of the Whales), და “კოლაფსი” (Collapse), ფილმები დაფუძნებულია ჯარედ დაიმონდის წიგნზე. ბილმა ასევე იანვარში დაასრულა სრულმეტრაჟიანი ფილმის მონტაჟი სან ფრანცისკოში. ჰოლშეფნიკოვი განათების ინდუსტრიაში წამყვან ექსპერტადაა აღიარებული, ის ატარებს ათასობით სემინარს „განათების ძალის“ შესახებ, კინოს, ტელევიზიებისა და კორპორატიული ვიდეო პროფესიონალებისათვის, როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე მთელი მსოფლიოს გარშემო. მისი გამოცდილება, როგორც განათების პედაგოგის მოიცავს უამრავ წარმატებულ განათების სწავლების ვიდეოს, საავტორო „განათების ძალის“ DVD-ი სერიებს და 100-ზე მეტ სტატიას პოპულარულ გამოცემებში, როგორებიცაა American Cinematographer-ი, DV-ი და Video Systems Magazines-ი.
განათების სფეროს წამყვანი კომპანიები მხარს უჭერენ ჰოლშეფნიკოვის საგანმანათლებლო სემინარებს, მათ შორისაა Arri-ი, Kino Flo და Chimera. ჰოლშევნიკოვმა ახლახანს დაამთავრა ფოტო და ვიდეო ბაზრისათვის ახალი განათების DVD-ი, სახელწოდებით „სამგანზომილებიანი კონტრასტი“ სინათლის ფიზიკურ თვისებებზე.